Tuesday, November 11, 2014

დღე მეცხრე

ჩვენი ტრენინგი დასრულდა, დღეს საბოლოდ გადავხედეთ ჩვენს პროექტს და მის დამხმარე რესურსებს, მოვაწესრიგე ყველა საქაღალდე და წარვუდგინე აუდიტორიას, მოვისმინეთ რჩევები ტრენერისაგან ასევე თანამშრომლებისაგან. სამუშაო დღე იყო ძალიან პოზიტიური და საინტერესო. სასიამოვნოა საკუთარი ნაშრომის ნახვა, მითუმეტეს როცა ახალ ცოდნას იძენ. მართალია, ძალიან რთული და შრომატევადი დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც საინტერესო იყო, დაღლის მიუხედავად, ვფიქრობ, მონდომებით მოვეკიდეთ ჩემს საქმეს და წარმატებითაც გავართმევ თავის. . მე ჩემი მოსწავლეების პასუხისმგებლობის და შესაძლებლობის იმედი მაქვს და მჯერა პროექტს განვახორციელებ. გიორგი არავიაშვილს ვუხდი დიდ მადლობას ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის და ვუსურვებ წარმატებებს, ასევე წარმატებებს ვუსურვებ ტრენინგის მონაწილეებს.
ჩვენი ტრენინგი დასრულდა, დღეს საბოლოდ გადავხედეთ ჩვენს პროექტს და მის დამხმარე რესურსებს, მოვაწესრიგეთ ყველა საქაღალდე და წარვუდგინეთ აუდიტორიას, მოვისმინეთ რჩევები ტრენერისაგან ასევე თანამშრომლებისაგან. სამუშაო დღე იყო ძალიან პოზიტიური და საინტერესო. სასიამოვნოა საკუთარი ნაშრომის ნახვა, მითუმეტეს როცა ახალ ცოდნას იძენ. მართალია, ძალიან რთული და შრომატევადი დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც საინტერესო იყო, დაღლის მიუხედავად, ვფიქრობ, მონდომებით მოვეკიდეთ საქმეს და წარმატებითაც გავართვით თავი. უახლოეს მომავალში ახალი ეტაპი დაიწყება. მე ჩემი მოსწავლეების პასუხისმგებლობის და შესაძლებლობის იმედი მაქვს და მჯერა პროექტს განვახორციელებთ და საინტერესო პრეზენტაციას შევთავაზებთ აუდიტორიას. გიორგი არავიაშვილს ვუხდი დიდ მადლობას ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის და ვუსურვებ წარმატებებს, ასევე წარმატებებს ვუსურვებ ტრენინგის მონაწილეებს.

Monday, November 10, 2014

დღე მერვე

დღეს განვიხილეთ მე-6 და მე-7 მოდულები,დიფერენცირებული სწავლება და ტექნოლოგიური ცხრილები. შეფასების გეგმაში დავასრულეთ მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლების გრაფების შევსება, განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები,გავეცანით მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნას,მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნასა და პროექტის გეგმის შეცვლას სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.გავაკეთე თვითშეფასება,თუ რამდენად წარმატებით შევქმენი მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო. მე-7 მოდულში გავეცანი,რა სახის ფასილიტაცია შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა ტექნოლოგიების გამოყენებით გავიხსენეთ კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად, შევქმენი დამხმარე მასალები,განვაახლე პროექტის გეგმა, გავიხსენე განხორციელების სტრატეგიები,გავეცანით დოკუმენტების შექმნას მენეჯმენტისთვის. გავაკეთე რეფლექსია ჩემს ბლოგზე და ყველა ჩემი ნაშრომი ჩავყარე დესკტოპზე პირველივე გაკვეთილზე შექმნილ ჩემი რესურსების საქაღალდეში.შევსებული პორტფოლიო განვათავსე

დღე მეშვიდე

მოვისმინეთ ჩვენი ტრნინგის მონაწილე პედაგოგების მიერ შექმნილი პრეზენტა-ციები, განვიხილეთ ისინი და ვიმსჯელეთ, როგორ იქნებოდა უკეთესი. მივეცით შენიშვნები დa ჩვენც გავითვალისწინეთ. ვისწავლეთ დრაივზე სხვადასხვა მასალის ატვირთვა და სეფასების სხვადასხვა მეთოდის შემუშავება.ვისწავლე ბლოგზე გვერდების სექმნა ( პირადად მე ბუნდოვნად) ,ასევე მოსწავლის სლაიდი დავხვეწეთ. ვიმუშავეთ ბლოგში. ჯობდა 30 ოქტომბერს ის 2 საათიც არ გამეცდინა სასამართლოზე მოწმის სტატუსით რომ არ გამოვეძახე, თუმცა ბოლო 2 საათი მაინც ნაყოფიერი იყო, მაგრამ დარჩა სიცარიელები.

დღე მეექვსე

განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები, ვიმუშავეთ მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობისთვის ხელშემწყობი ფორმების შექმნაზე,  ვიმსჯელეთ ასევე მათთვის დამატებითი  დამხმარე მასალების შექმნაზე,  შევცვალეთ პროექტის გეგმა სხვადსხვა დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით და გავაკეთე თვითშეფასება, შევარჩიეთ კითხვები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად.  განვიხილეთ განხორციელების სტრეტეგიები, შევქმენით დოკუმენტები მენეჯმენტისთვის, შევაფასეთ  საგაკვეთილო გეგმა და  კვლავ განვაახლეთ შეფასების შედეგების მიხედვით. ასევე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი მუშაობით.

დღე მეხუთე

მეხუთე დღე დავიწყეთ  მასწავლებლების პრეზენტაციებისა და   ბუკლეტების განხილვით, მოვიძიე ჩემი პროექტის შესაბამისი ვიდეო ინტერნეტის( www. youtube.com) საშუალებით ,შემდეგ  გადმოვიწერე ვიდეო  ( ამისათვის  ვიდეოს დაბლა მოვიძიე embed კოდი, დავაკოპირე და შემდეგ ჩავსვი ბლოგში ( ჯერ  HTML) და  კოდი ჩავსვი, ჩაჯდა ვიდეოც. ასევე DRIVE ველში შევქმენი კითხვარი  სხვადასხვა ტიპის პასუხების გამოყენებით. შევარჩიე სტრატეგიები პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსტან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად, გავაკეთს სწავლების პროცედურების მონახაზი, ვცადეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება. ვიმსჯელეთ სეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციურ სირთულეებზე. და მათი დაძლევის გზებზე.გავაკეთეთ  გამოყენებული სეფასების ფორმების ანალიზი და სეფასება, გავეცანით მოსწავლეების შეფასების ფორმებს, შემდეგ გადავხედეთ მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტის ნიმუშს და  შევიტანეთ ცვლილებები. ბოლოს განვაახლეთ პროექტის გეგმის შაბლონი.

დღე მეოთხე

დღეს სამუშაო კიდევ უფრო საინტერესო გახდა, შევქმენი ბროშურა, ვისწავლე ,სად მოვიძიო ბროშურის სახეები, როგორ განვათავსო ზედ ინფორმაცია. გავუზიარეთ იდეები ერთმანეთს, დავასრულეთ ბუკლეტი, გავაკეთეთ მოსწავლეებისთვის   პრეზენტაცია  და  კიდევ   გადავხედეთ მიმართულების  მიმცემ საკვანძო კითხვებს. გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს, გეგმა კიდევ შევავსეთ, შევაფასეთ მოსწავლეთა საჭიროებები, გავუზიარეთ იდეები ერთმანეთს, ვიმსჯელეთ ბუნდოვან საკითხებზე,პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტით შედეგების მიღწევაზე. გავეცანით  საავტორო უფლებების კანონმდებლობას. ინტერნეტრესურსების გამოყენებისას აუცილებლად უნდა მივუთითოთ ვებმისამართი, შეგვიძლია გამოვიყენოთ ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტები. გავაკეთე ამ დღის რეფლექსიაც, შევასწორე შეცდომები ჩემს ბუკლეტში.

დღე მეორე

  ინტელის მეორე გაკვეთილზე შევქმენი  ახალი ბლოგი,,ფუნქცია-ადამიანის სიმაღლე და იდეალური წონა.''გავიხსენე  ბლოგის შექმნასა და შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები.  ასევე პროექტის შესაქმნელად საჭირო საკითხები. განვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და 

მოსალოდნელი შედეგები. შევიმუშავე სტანდარტები ჩემი პროექტისთვის, ჩამოვაყალიბე სასწავლო ამოცანები, გავეცანი  , როგორ შევქმნა მიმართულების მიმცემი საკვანძო კკითხვები, თუმცა ამ საკითხში ცოტა ბუნდოვნად გავერკიე ანუ ეჭვი მეპარება, სწორია თუ არა თემატური, ზოგადი ან შინაარსობრივი კითხვები, ალბათ  პრაქტიკა მიჩვენებს. გავაკეთე დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ვცადე  პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა. ბოლოს გავაკეთე რეფლექსია ბლოგზე. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.