Monday, November 10, 2014

დღე მეორე

  ინტელის მეორე გაკვეთილზე შევქმენი  ახალი ბლოგი,,ფუნქცია-ადამიანის სიმაღლე და იდეალური წონა.''გავიხსენე  ბლოგის შექმნასა და შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები.  ასევე პროექტის შესაქმნელად საჭირო საკითხები. განვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და 

მოსალოდნელი შედეგები. შევიმუშავე სტანდარტები ჩემი პროექტისთვის, ჩამოვაყალიბე სასწავლო ამოცანები, გავეცანი  , როგორ შევქმნა მიმართულების მიმცემი საკვანძო კკითხვები, თუმცა ამ საკითხში ცოტა ბუნდოვნად გავერკიე ანუ ეჭვი მეპარება, სწორია თუ არა თემატური, ზოგადი ან შინაარსობრივი კითხვები, ალბათ  პრაქტიკა მიჩვენებს. გავაკეთე დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ვცადე  პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა. ბოლოს გავაკეთე რეფლექსია ბლოგზე. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.

No comments:

Post a Comment