Monday, November 10, 2014

დღე მერვე

დღეს განვიხილეთ მე-6 და მე-7 მოდულები,დიფერენცირებული სწავლება და ტექნოლოგიური ცხრილები. შეფასების გეგმაში დავასრულეთ მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლების გრაფების შევსება, განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები,გავეცანით მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნას,მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნასა და პროექტის გეგმის შეცვლას სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.გავაკეთე თვითშეფასება,თუ რამდენად წარმატებით შევქმენი მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო. მე-7 მოდულში გავეცანი,რა სახის ფასილიტაცია შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა ტექნოლოგიების გამოყენებით გავიხსენეთ კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად, შევქმენი დამხმარე მასალები,განვაახლე პროექტის გეგმა, გავიხსენე განხორციელების სტრატეგიები,გავეცანით დოკუმენტების შექმნას მენეჯმენტისთვის. გავაკეთე რეფლექსია ჩემს ბლოგზე და ყველა ჩემი ნაშრომი ჩავყარე დესკტოპზე პირველივე გაკვეთილზე შექმნილ ჩემი რესურსების საქაღალდეში.შევსებული პორტფოლიო განვათავსე

No comments:

Post a Comment